აკაკი თოფურია იყო მწერალი, პროფესორი, საზოგადო მოღვაწე, მრავალი მხატვრული და მეცნიერული ნაშრომის ავტორი.
მუშაობდა სენაკის რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორად, შემდეგ ფოთის საქალაქო გაზეთ „მგზნებარე კოლხიდელის“ რედაქციის კულტურისა და განათლების განყოფილების გამგედ - აქვეყნებდა ლექსებს, ნარკვევებს, რეცენზიებს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში ომში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1946-1949 წლებში მუშაობდა გაზეთ „სახალხო განათლების“ რედაქციაში ჯერ ლიტერატურულ მუშაკად, შემდეგ განყოფილების გამგედ. 1952-1958 წლებში სათავეში ედგა ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის კათედრას. 1963 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის ძირითადი საკითხები“.
აკაკი თოფურიამ გამოსცა მნიშვნელოვანი წიგნები: „ ქართული მეთოდიკური აზროვნების ისტორია“, „ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა“, „ლეო ქიაჩელის სწავლება საშუალო სკოლებში“.
აკაკი თოფურიამ მასალები 1993 წელს, პირადად გადასცა უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას.