საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი
საქართველოს ეროვნული არქივი წარმოადგენს მთავარ დაწესებულებას, რომელიც ქვეყნის დოკუმენტური მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. იგი შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და ინახავს მილიონობით ისტორიულ დოკუმენტს, ხელნაწერს, ფოტოსურათს, რუკას, კინო- და აუდიომასალას, რომლებიც შუა საუკუნეებიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ეროვნული არქივი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისტორიული და გენეალოგიის კვლევების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საზოგადოებრივი განათლების სფეროში. არქივის ფონდებში დაცულია სამეფო სიგელები, საეკლესიო ხელნაწერები, საბჭოთა პერიოდის დოკუმენტები და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) მასალები. არქივი ასევე ახორციელებს რესტავრაციისა და გაციფრულების პროექტებს, აწყობს გამოფენებს და ხელს უწყობს ქართველ და უცხოელ მკვლევართა საქმიანობას.
უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი საქართველოს ეროვნული არქივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია. იგი ინახავს საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ისტორიის ამსახველ დოკუმენტებს საბჭოთა პერიოდიდან თანამედროვე ეპოქამდე. მის ფონდებში შედის კომუნისტური პარტიის არქივები, სახელმწიფო უწყებების დოკუმენტები, პირადი ფონდები, ფოტომასალა და მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი მრავალფეროვანი წყაროები. არქივი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს საბჭოთა მმართველობის, პოლიტიკური მოძრაობებისა და საქართველოს თანამედროვე ისტორიის კვლევისათვის.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივების შემსწავლელი სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1958 წელს, როგორც ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი.
დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი — ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა (1862–1931) და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის (1893–1986) სახლ-მუზეუმი საქართველოში, იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში. აქ დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის დოკუმენტური მასალა.
მოკლე ინფორმაცია საარქივო ფონდზე: რამდენ შესანახ ერთეულს შეიცავს (ჩაიწერება დამუშავების შემდეგ), კიდური თარიღები, როგორ და როდის გაციფრულდა. აქვე დაგვჭირდება იმის აღნიშვნა, რომ შესაძლოა ეს არ იყოს სრული ფონდი და დოკუმენტები დაიკარგა, რისი თქმის საფუძველსაც გვაძლევს ნომრები...